პროექტი

პ რ ო ე ქ ტ ი


      1    .    პროექტის სახელწოდება:

კარატე - ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.

      2    .    პროექტის მთავარი იდეა::

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება

      3    .    პროექტის აქტუალობა:

თანამედროვე საზგადოებაში სადაც ტექნოლოგიების ბუმია, საჭიროა ახალგაზრდების მოწყვეტა კომპიუტერებიდან და მობილურებიდან რათა მათ შეიგრძნონ სამყაროს და ბუნების სრული ჰარმონია.

     4    .      პროექტის მიზნები:

სკოლებში აღმოსავლური ორთაბრძოლების დამკვიდრება („სპორტის“ და „ფიზაღზრდის“ მაგივრად) როგორც აუცილებელი სასწავლო საგანი.

      5    .    მონაწილეთა ასაკი:

VI-VII  კლასები

      6    .    ვადები/ხანგრძლივობა:

ორი სასწავლო წელი

      7    .     მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქნას:

მავშვების მიჩვევა და ჩაბმა სპორტულ ცხოვრებაში. მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. სახელმწიფოსთვის სულიერად, გონებრივად,  ფიზიკურად ჯანსაღი მომავლის აღზრდა.

      8   .      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:

-         დარბაზი!!!!!
-         ლეიბები (ეგრედ წოდებული „ტატამი“)
-         ტომრები
-         დასარტყმელი „ლაპები“
-         დამცავი საშუალებები

      9.    პროექტის მსვლელობა:
     
      პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები ისწავლიან დგომებს, გადაადგილებებს სხვადასხვა დგომებში, ფარვებს, ხელით და ფეხი დარტყმებს, შეჯიბრის წესების შესწავლას. მოსწავლეები მიიღეებენ სხვადსხვა ღონისძიებებში მონაწილეობას (მაგ: სკოლებ შორის შეჯიბრებები, თელავის ღია ტურნირი, სემინარები, ქიუ-ტესტები) საჭირო მასალების შეგროვება. 

      10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

აღნიშნული სპორტის სახეობა ხელს შეუწყობს ბავშვების გონებრივ და ფსიქოლოგიურ წინსვლას რაც დაეხმარება არამარტო კონკრეტულ საგანში წარმატების მიღწევას, არამედ ზოგადად სასწავლო პროცესში ჰარმონიულად თანაცხოვრებას, რაც კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა ქვეყანაში  ბოლოდროინდელი მძიმე მოვლენების განვითარებით.

     11. პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი:

გიორგი ემინაშვილი

      12. ხელმძღვანელის ელფოსტა:

      13.  პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: 
      http://ict2-sport.blogspot.com/p/blog-page_9.html





Комментариев нет:

Отправить комментарий

ტრენინგის შეჯამება

ტრენინგის შეჯამება   რა ვისწავლეთ და რაში გამოვიყენებთ